მძიმე მეტეოროლოგიური პირობების (ძლიერი თოვლი, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო მაგისტრალის 94-113 კმ-იან მონაკვეთზე (ფარავნის უღელტეხილი) მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თავისუფალია. ასევე, მოძრაობა თავისუფალია გზის 1-93 კმ-იან მონაკვეთზე (კოდა-აიაზმა).