არმენ მამიკონის ძე ბდოიანი დაიბადა 1985 წელს ნინოწმინდაში. 2021 წელს იგი დაინიშნა ნინოწმინდის მერის მეორე მოადგილედ და ამ თანამდებობას დღემდე იკავებდა.

2004 წელს მან სამხედრო სამსახური მოიხადა, რის შემდეგაც სამხედრო კომისარიატში სპეციალისტად მუშაობდა.

2007 წლიდან 2012 წლამდე მუშაობდა სასაზღვრო პოლიციაში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. ამ პერიოდში არმენ ბდოიანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიაში სხვადასხვა კურსი გაიარა.

2012 წლიდან 2015 წლამდე იგი ინსპექტირების პოლიციაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

2015-დან 2021 წლამდე კი მოღვაწეობდა ნინოწმინდის პოლიციის სამმართველოს კრიმინალური პოლიციის განყოფილებაში.

წყარო: RadioNor