ნავთობი გლობალური ეკონომიკის მთავარი მამოძრავებელი ენერგეტიკული რესურსია, თუმცა ამ ბაზარზე ძალთა ბალანსი ქვეყნებს შორის მუდმივად იცვლება. დღესდღეობით, ქვეყნის ენერგეტიკული სიძლიერე ორ განსხვავებულ მაჩვენებელზეა დამოკიდებული: აქტიურ მოპოვებაზე, რომელიც განსაზღვრავს მიმდინარე წარმოებას, და დადასტურებულ მარაგებზე, რაც ქვეყნის გრძელვადიან პოტენციალს ასახავს.
საინტერესოა, რომ ნავთობის წარმოებაში ლიდერობა ყოველთვის არ ნიშნავს უდიდესი რეზერვების ფლობას. მაშინ, როდესაც ზოგიერთი ქვეყანა მაქსიმალური ტექნოლოგიური დატვირთვით მუშაობს, სხვები თავიანთ უზარმაზარ რესურსებს სათანადოდ ვერც კი ითვისებენ, რაც, სწორედ ტექნოლოგიურ ჩამორჩენასთან არის დაკავშირებული.
ამჯერად წარმოგიდგენთ იმ ქვეყნების რეიტინგს, რომლებიც ნავთობის წარმოებისა და მარაგების მოცულობით ლიდერობენ.
ტოპ 5 ქვეყანა ნავთობის დღიური მოპოვების მიხედვით:
1) აშშ
დღიური მოპოვება: 21 მლნ ბარელი
მარაგი: 85 მლრდ ბარელი
2) საუდის არაბეთი
დღიური მოპოვება: 11 მლნ ბარელი
მარაგი: 297 მლრდ ბარელი
3) რუსეთი
დღიური მოპოვება: 10.5 მლნ ბარელი
მარაგი: 110 მლრდ ბარელი
4) კანადა
დღიური მოპოვება: 6 მლნ ბარელი
მარაგი: 170 მლრდ ბარელი
5) ჩინეთი
დღიური მოპოვება: 5.5 მლნ ბარელი
მარაგი: 30 მლრდ ბარელი
ტოპ 5 ქვეყანა ნავთობის ბუნებრივი მარაგების მიხედვით:
1) ვენესუელა
მარაგი: 305 მლრდ ბარელი
2) საუდის არაბეთი
მარაგი: 297 მლრდ ბარელი
3) ირანი
მარაგი: 210 მლრდ ბარელი
4) კანადა
მარაგი: 170 მლრდ ბარელი
5) ერაყი
მარაგი: 145 მლრდ ბარელი