2025 წლის მეოთხე კვარტალში საშუალო ხელფასის მიხედვით თბილისი და მცხეთა-მთიანეთი ლიდერობენ, ხოლო გურია და რაჭა ბოლო ადგილებს ინაწილებენ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საშუალო თვიური ხელფასი რეგიონების მიხედვით ასეთია:

თბილისი — 2829.8 ლარი;

მცხეთა-მთიანეთი — 2466.2 ლარი;

ქვემო ქართლი — 2218.6 ლარი;

აჭარა — 2108.0 ლარი;

კახეთი — 1657.4 ლარი;

სამეგრელო-ზემო სვანეთი — 1644.8 ლარი;

სამცხე-ჯავახეთი — 1634.8 ლარი;

იმერეთი — 1606.2 ლარი;

შიდა ქართლი — 1603.6 ლარი;

გურია — 1516.5 ლარი;

რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 1258.7 ლარი.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების თანახმად, 2025 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 11.2%-ით (248.7 ლარით) გაიზარდა და 2466.2 ლარი შეადგინა.