ოქროსა და ვერცხლის ფასი მსოფლიო მასშტაბით იკლებს. GoldPrice-ის მონაცემებით, თბილისის დროით 12:30 საათისთვის, ძვირფასი ლითონის ერთი უნციის ფასი 4988 დოლარს შეადგენს, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.29%-ით ნაკლებია. ვერცხლის ფასი ამჟამად ერთი უნციისთვის 79.35 დოლარია, რაც გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით 0.49%-ით ნაკლებია.
რაც შეეხება საქართველოს, 999 სინჯის ოქროს 1 გრამი 408 ლარი ღირს, 750 სინჯის ოქრო — 306 ლარი, ხოლო 585 სინჯის ოქრო — 238 ლარი.
რაც შეეხება ვერცხლის ღირებულებას, დღეს 999 სინჯის 1 გრამი ვერცხლი 5.97 ლარი ღირს, ხოლო 875 სინჯის 1 გრამი ვერცხლის შეძენა 5.22 ლარადაა შესაძლებელი.