კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი 17 მარტს, საღამოს, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის გვიან ღამით, ჯერ ჩაფიძის გულის ცენტში, შემდეგ კი კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს, სადაც რეანიმაციულ განყოფილებაში მოათავსეს. ექიმების თქმით, მას კუჭიდან სისხლდენა აღენიშნებოდა. მთელი დღის განმავლობაში მედიკოსები ამბობდნენ, რომ პატრიარქის მდგომარეობა იყო სტაბილურად მძიმე. მისი სხვა ქვეყანაში გადაყვანა არ განიხილებოდა, თუმცა დადასტურდა ინფორმაცია თურქეთიდან ექიმის ჩამოყვანის შესახებ. საღამოს საათებში გავრცელდა ინფორმაცია მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმების შესახებ, დაახლოებით 23:00 საათისთვის კი მისმა მოსაყდრემ, მიტროპოლიტმა შიო მუჯირმა საზოგადოებას პატრიარქის გარდაცვალების შესახებ ამცნო.