ნავთობზე მსოფლიო ფასების რეკორდული ზრდის ფონზე, საქართველოში საწვავზე ფასები კვლავ იზრდება. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ბენზინის ფასი კიდევ 10–20 თეთრით, ხოლო დიზელის – 5–32 თეთრით გაიზარდა.

ზოგიერთი იმპორტიორისა და საწვავის საცალო გამყიდველის ვებგვერდებზე გამოქვეყნებული ფასების არქივი საშუალებას იძლევა თვალი ვადევნოთ საწვავის ღირებულებას – რომელ ქსელში, რამდენით და როდის შეიცვალა ფასი.

საწვავის ფასები ავტოგასამართი სადგურების ქსელებში:
Gulf-ის ქსელში ფასები შეიცვალა 12 მარტს და დღესაც, 9 მარტის მატების შემდეგ. ჯამში, ერთი კვირის განმავლობაში ფასები 20–32 თეთრით გაიზარდა. შედეგად, დღეს Gulf-ის სადგურებზე საწვავის ფასები შემდეგია:

G-Force Super — 3,73 ლარი; მატება — 20 თეთრი;

G-Force Premium — 3,33 ლარი; მატება — 20 თეთრი;

G-Force Euro Regular — 3,19 ლარი; მატება — 20 თეთრი;

Euro Regular — 3,17 ლარი; მატება — 20 თეთრი;

G-Force Euro Diesel — 3,57 ლარი; მატება — 32 თეთრი;

Euro Diesel — 3,47 ლარი; მატება — 32 თეთრი.

Wissol-ის ქსელში ყველა სახის საწვავზე ფასები ბოლოს 14 იანვარს შეიცვალა, თუმცა გასული კვირის დასაწყისში, 10 მარტს, აქაც გაძვირდა. ფასების არქივის მიხედვით, გასულ კვირაში საწვავი, სახეობის მიხედვით, 15–25 თეთრით გაძვირდა. დღეს ამ ქსელის სადგურებზე საწვავის შეძენა შემდეგ ფასებშია შესაძლებელი:

Eco Super — 3,69 ლარი; მატება — 15 თეთრი;

Eco Premium — 3,27 ლარი; მატება — 15 თეთრი;

Eco Diesel — 3,48 ლარი; მატება — 25 თეთრი;

Euro Diesel — 3,43 ლარი; მატება — 25 თეთრი;

Euro Regular — 3,12 ლარი; მატება — 15 თეთრი;

Diesel Energy — 3,38 ლარი; მატება — 25 თეთრი.

აღსანიშნავია, რომ სხვა ბრენდირებული ქსელების შემთხვევაში (მაგალითად, Socar, Lukoil, Rompetrol და Portal), კომპანიების საიტებზე ფასების ცვლილების არქივის კონტროლის შესაძლებლობა არ გვაქვს, თუმცა ბოლო კვირაში ბენზინი და დიზელი ამ ქსელებშიც გაძვირდა.

Rompetrol-ის ქსელში დღეს საწვავის ყიდვა შემდეგ ფასებშია შესაძლებელი:

Efix Super — 3,65 ლარი; მატება — 6 თეთრი;

Efix Euro Premium — 3,25 ლარი; მატება — 10 თეთრი;

Euro Regular — 3,12 ლარი; მატება — 8 თეთრი;

Efix Euro Diesel — 3,30 ლარი; მატება — 15 თეთრი;

Euro Diesel — 3,25 ლარი; მატება — 15 თეთრი.

Socar-ის ქსელში ფასები ასეთია:

Nano Super — 3,64 ლარი; მატება — 13 თეთრი;

Nano Premium — 3,20 ლარი; მატება — 5 თეთრი;

Nano Euro Regular — 3,04 ლარი; მატება — 13 თეთრი;

Euro 5 Diesel — 3,20 ლარი; მატება — 11 თეთრი;

Nano Euro 5 Diesel — 3,35 ლარი; მატება — 27 თეთრი.

Lukoil-ის ბრენდის ქვეშ არსებულ ქსელში ბენზინისა და დიზელის შეძენა შესაძლებელია შემდეგ ფასებში:

Euro Super – 3,50 ლარი; მატება – 10 თეთრი;

Premium Avangard — 3,20 ლარი; მატება — 10 თეთრი;

Euro Regular — 3,05 ლარი; მატება — 1 თეთრი;

Euro Diesel — 3,30 ლარი; მატება — 20 თეთრი.

ფასები გამოქვეყნებულია bizzone.info-ზე.