საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომობილების მოძრაობა აღდგენილია.
„გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალის გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა.
ძლიერი ქარისა და ლიპყინულის გამო, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მლეთა-გუდაურისა და გუდაური-კობის მონაკვეთებზე მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად (ნონ-სტოპ რეჟიმში), ხოლო გუდაური-კობის მონაკვეთზე – მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.