„სიენენის“ ინფორმაციით, „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები გაუშვა.

ლიბანიდან გაშვებული რაკეტა ქალაქ ნაჰარიაში ჩამოვარდა, სადაც შენობას ცეცხლი გაუჩნდა.

ექიმების ინფორმაციით, დაშავებულების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა უკვე აიღო „ჰეზბოლამ“.