2016 წლიდან 2024 წლამდე საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე 1 კილოგრამის ხორცის მოხმარება 37 კილოგრამიდან 51 კილოგრამამდე გაიზარდა, – ამის შესახებ „გალთ ენდ თაგარტის“ უახლეს კვლევაში ვკითხულობთ, რომელიც სოფლის მეურნეობას შეეხება.

კვლევის თანახმად, ეკონომიკური ზრდის პარალელურად იზრდება მოთხოვნა უფრო მაღალი ღირებულების პროდუქტებზე, მათ შორის ხორცზე, რძის პროდუქტებსა და დამუშავებულ საკვებზე.

„2016 წლიდან 2024 წლამდე ერთ სულ მოსახლეზე 1 კილოგრამის ხორცის მოხმარება 37 კილოგრამიდან 51 კილოგრამამდე გაიზარდა, რძის პროდუქტებში ამავე პერიოდში მაჩვენებელი სულზე 173 კილოგრამიდან 206 კილოგრამამდე მერყეობს, ხილის შემთხვევაში – 62-დან 66 კილოგრამამდე.

რაც შეეხება ხორბალს, ამავე საანაგარიშო პერიოდში მაჩვენებელმა იკლო და 126-დან 114 კილოგრამი შეადგინა. კლებაშია ბოსტნეულიც, რომლის მოხმარებაც 2016 წელს ერთ სულზე 112 კილოგრამს შეადგენდა, ხოლო 2024 წელს – 108 კილო შეადგინა,“ – ნათქვამია კვლევაში.