საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მონაცემებით, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საერთაშორისო მაგისტრალის გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომანქანების მოძრაობა აღდგენილია. თუმცა, მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა კვლავ აკრძალული რჩება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურისა და გუდაური (ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებელი რეჟიმით. გუდაური-კობის მონაკვეთზე მოძრაობა დაშვებულია მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
აღნიშნულ საგზაო მონაკვეთზე 15 მარტს, საღამოს საათებში, ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალული იყო.