2026 წლის იანვარში საქართველოში კარაქის იმპორტი 20.2%-ით შემცირდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცამებიდან ირკვევა.
კერძოდ, საქსტატის მიხედვით, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში, ქვეყანამ 4.434 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 690 ტონა პროდუქტი იყიდა, გასული წლის იანვარში კი საქართველოში 5.554 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 778 ტონა კარაქის იმპორტი განხორციელდა.
თუ აღნიშნულ მონაცამებზე დაყრდნობით ვიმსჯელებთ, გაზრდილია საიმპორტო ფასი. უფრო კონკრეტულად, თუ 2025 წლის იანვარში 1 კგ კარაქის საიმპორტო ფასი (გადასახადების გარეშე) 7.1 აშშ დოლარი იყო, 2026 წლის პირველ თვეში ღირებულებამ 6.4 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11.2%-ით შემცირებული მაჩვენებელია.
რაც შეეხება საიმპორტო ბაზრებს, კარაქის მთავარი საიმპორტო ბაზარი საქართველოსთვის საფრანგეთია.
უფრო კონკრეტულად, 5 ძირითადი ქვეყანა, საიდანაც 2026 წლის იანვარში საქართველოში კარაქის იმპორტი განხორციელდა, ასე გამოიყურება: