მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი მცირდება.

ბოლო ვაჭრობის შედეგად, ერთი უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 5 020 დოლარი გახდა, რაც ერთ დღეში ფასის 98 დოლარით კლებაზე მიანიშნებს.

Gold Price-ის მონაცემებით, დღიურ ჭრილში ოქრო 1.9%-ით არის გაიაფებულია, თუმცა, ბოლო ერთ თვეში 3.4%-ით, წლიურად კი 71%-ით არის გაძირებული.

რაც შეეხება ადგილობრივ ბაზარს, საქართველოში 999 სინჯის ოქროს 1 გრამის ფასი დღეს დაახლოებით 456 ლარის ფარგლებში მერყეობს. აღსანიშნავია, რომ გასულ დღეებში 1 გრამის ფასი 464 ლარი იყო, რაც დღის ჭრილში 8 ლარით კლებაზე მიუთითებს.