ამერიკის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის მონაცემებით, 2025-2026 წლებში ქათმის ხორცის გლობალურმა წარმოებამ 107.5 მლნ მეტრული ტონა შეადგინა. მონაცემების თანახმად, ბოლო ათ წელიწადში ქათმის ხორცის წარმოება 20%-ით გაიზარდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ქათმის ხორცის ათწლიანი საშუალო წარმოება 99 მლნ მეტრულ ტონას შეადგენს.
USDA Foreign Agricultural Service-ის მონაცემებით, მსოფლიოში ქათმის ხორცის ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია. კერძოდ, 2025-2026 წლებში ამერიკამ 21.81 მილიონი მეტრული ტონა ქათმის ხორცი აწარმოვა, რაც გლობალური წარმოების დაახლოებით 20%-ს შეადგენს.
მსოფლიოში ქათმის ხორცის 10 ყველაზე მსხვილი მწარმოებელი ქვეყანა კი ასე გამოიყურება:
აშშ (20%) – 21.81 მილიონი მეტრული ტონა;
ჩინეთი (15%) – 16.2 მილიონი მეტრული ტონა;
ბრაზილია (14%) – 15.45 მილიონი მეტრული ტონა;
ევროკავშირი (11%) – 11.82 მილიონი მეტრული ტონა;
რუსეთი (5%) – 5.03 მილიონი მეტრული ტონა;
მექსიკა (4%) – 4.09 მილიონი მეტრული ტონა;
ტაილანდი (3%) – 3.59 მილიონი მეტრული ტონა;
თურქეთი (3%) – 2.84 მილიონი მეტრული ტონა;
არგენტინა (2%) – 2.53 მილიონი მეტრული ტონა;
კოლუმბია (2%) – 1.99 მილიონი მეტრული ტონა.