საქართველოში ყველაზე გავრცელებულ გვარებს შორის ლიდერობენ ბერიძე, კაპანაძე და გელაშვილი. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემებით, ქვეყანაში ბერიძის გვარის 30 022 წარმომადგენელია, კაპანაძე – 19 259, ხოლო გელაშვილი – 18 333.

მამაკაცებს შორის პირველ ადგილს ასევე გვარი ბერიძე იკავებს – მას 14 963 პირი ატარებს. მეორე ადგილზეა მამედოვი – 14 482, ხოლო მესამეზე კაპანაძე – 9 538 მამაკაცით.

ქალებს შორისაც ბერიძე ლიდერობს – 15 059 წარმომადგენლით. მას მოჰყვება მამედოვა – 13 487 და კაპანაძე – 9 721.

რაც შეეხება იშვიათ გვარებს, რომლებიც საქართველოში ყველაზე ნაკლებად გვხვდება, ამ სიაში შედის:

  • ავგაროზაშვილი
  • თერძიშვილი
  • კბილიანაშვილი
  • ზეტაშვილი
  • ზურმუხტაშვილი
  • კრიჩინაშვილი
  • ვარვარიძე
  • სურვილაძე
  • შავთვალიშვილი
  • შერსაშვილი
  • თევდორიკაშვილი
  • ნამზითიშვილი
  • ბუჩუხიშვილი
  • ელკანაშვილი
  • სასურკინაშვილი
  • კვიტინი
  • გვლიგვაშვილი
  • მონავარდიშვილი