მას შემდეგ, რაც 28 თებერვალს აშშ-მა და ისრაელმა ირანზე იერიში მიიტანეს, გლობალურ ბაზრებზე გამოწვევები არ წყდება. იმის გათვალისწინებით, რომ ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების გადაადგილება შეუძლებელი გახდა, ნავთობის ფასი მყისიერად გაიზარდა. ამასთან, გაურკვეველი დროით გადაიდო სპარსეთის ყურის ქვეყნებთან სავაჭრო თუ სხვა ეკონომიური ურთიერთობების ბედიც.
როგორც საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“ აღნიშნა, ირანიდან საქართველოში საკვები პროდუქტები, განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის მიმართულებით, საკმაოდ დიდი რაოდენობით შემოდის. შესაბამისად, ლაშა რიჟამაძე ვარაუდობს, რომ თუ ვითარება არ დასტაბილურდა, საქართველოს იმპორტის ჩანაცვლება სხვა ქვეყნებიდან მოუწევს, თუმცა არა ისეთ დაბალ ფასად, როგორც ირანი გვთავაზობდა. ყველა სხვა პრობლემის, მათ შორის, გადაზიდვების შეფერხებისა და ნავთობის ფასის ზრდის გათვალისწინებით კი, ლაშა რიჟამაძე ამბობს, რომ ეს იმ პროდუქტების ფასზე აისახება, რომელთა ფორმირებაში ლოჯისტიკის და საწვავის ხარჯს მნიშვნელოვანი წილი უკავია.
მეტი თვალსაჩინოებისთვის კი სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ წლიურ მონაცემებს წარმოგიდგენთ.
გასულ წელს საკვები და სასმელი პროდუქტების იმპორტიორებს შორის საქართველოსთვის ირანი 15 ქვეყანას შორის იყო. საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს ჯამში ქვეყანამ 2.165 მლრდ აშშ დოლარის პროდუქტი შეიძინა, აქედან 40.988 მლნ აშშ დოლარის საკვები და სასმელი ირანზე მოდიოდა.
კვების პროდუქტები, რასაც საქართველო ირანში ყიდულობს
კერძოდ, საქსტატის მიხედვით ტოპ-10 პროდუქტს შორის არის:
აღნიშნულ პროდუქტებს შორის კი არის:
წყარო :bpn.ge