2026 წლის იანვარში საქართველოში 819.2 ათასი დოლარის ღირებულების 321 ტონა ხილისა და ბოსტნეულის წვენების იმპორტი განხორციელდა – ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.
აღსანიშნავია, რომ წვენების იმპორტი წლიურად თითქმის 40%-იან კლებას აჩვენებს. კერძოდ, 2025 წლის იანვარში ქვეყანაში 1.352 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 556 ტონა წვენები შემოვიდა.
სად ყიდულობს საქართველო წვენებს და როგორია ფასი?
ამასთანავე, საქართველოს წელს წვენების იმპორტი 4.5%-ით გაუძვირდა. უფრო დეტალურად, შარშან იანვარში 1 ლიტრი ხილისა და ბოსტნეულის წვენის იმპორტი გადასახადების გარეშე საშუალოდ 2.44 დოლარი, 2026 წლის იმავე პერიოდში კი 2.55 დოლარი ჯდებოდა.
რაც შეეხება სავაჭრო ბაზრებს, 2026 წლის იანვარში საქართველოში წვენების იმპორტი ძირითადად შემდეგი 5 ქვეყნიდან განხორციელდა:
თურქეთი – 259.9 ათასი დოლარის 50.6 ტონა;
ბელგია – 174.3 ათასი დოლარის 31.7 ტონა;
აზერბაიჯანი – 92.5 ათასი დოლარის 60.2 ტონა;
უკრაინა – 77.5 ათასი დოლარის 62.4 ტონა;
ნიდერლანდები – 68.7 ათასი დოლარის 19.9 ტონა.
ინფორმაციისთვის, 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან საქართველოში პლასტმასის ბოთლებით 20 ლიტრზე ნაკლები მოცულობის ალკოჰოლური, არაალკოჰოლური და გამაგრილებელი სასმელების იმპორტი აიკრძალება. მთავრობის დადგენილებით, ამ სასმელების ჩამონათვალშია ხილისა და ბოსტნეულის წვენებიც.
წყარო:bpn.ge