გარემოს ეროვნულმა სააგენტომ 14–16 მარტს საქართველოში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა.

სააგენტოს მონაცემებით, 14–15 მარტს დასავლეთ საქართველოში, შედარებით თბილი ამინდის ფონზე, ადგილგამოდილ მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი აღმოსავლეთის ქარი, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში იქნება შედარებით გრილი ამინდი და პერიოდული ნალექი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, 16 მარტს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალმთაში კი — თოვლი.

თბილისში მოსალოდნელია პერიოდული წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8…+10 გრადუსი იქნება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) — 14–15 მარტს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, 16 მარტს კი იწვიმებს. დღისით ტემპერატურა +15…+17 გრადუსი იქნება, 16 მარტს კი +9…+11 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) — 14–15 მარტს მოსალოდნელია უმეტესად მშრალი და ქარიანი ამინდი, 16 მარტს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16…+18 გრადუსი იქნება, 16 მარტს კი +10…+12 გრადუსამდე დაიწევს.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) — 14 მარტს მოსალოდნელია ძირითადად მშრალი და ქარიანი ამინდი, ხოლო 15–16 მარტს იწვიმებს. ტემპერატურა დღისით +13…+15 გრადუსი იქნება, 16 მარტს კი +8…+10 გრადუსამდე დაიკლებს.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) — 14 მარტს იქნება უმეტესად მშრალი და ქარიანი ამინდი, 15–16 მარტს კი ადგილგამოდილ მოსალოდნელია თოვლი. დღისით ტემპერატურა +9…+11 გრადუსი იქნება, 16 მარტს კი +4…+6 გრადუსამდე დაიწევს.

ქართლის რეგიონში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) — პერიოდულად მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9…+11 გრადუსი იქნება.

კახეთის რეგიონში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) — ასევე მოსალოდნელია პერიოდული წვიმა. ტემპერატურა დღისით +8…+10 გრადუსს მიაღწევს.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) — მოსალოდნელია პერიოდული ნალექი. დღისით ტემპერატურა +7…+9 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) — ადგილგამოდილ მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +2…+4 გრადუსი იქნება.