6 წელზე მეტი წლოვანების მანქანების შემოყვანა აღარ აიკრძალება – გაძვირდება განბაჟება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

“გვინდა გარკვეული კორექტივები შევიტანოთ ამ გადაწყვეტილებაში, კერძოდ, შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, შესაბამის ავტომობილებზე ანუ 6 წელზე მეტი წლოვანების, დაწესდება განბაჟების, 4.5-ლარიანი ტარიფი (კუბურ სანტიმეტრზე). ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული. ანუ შემოყვანის აკრძალვა შესაბამისი გაზრდილი აქციზით შეიცვლება. ეს გადაწყვეტილება არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ჩვენ ვიზრუნოთ ეკოლოგიაზე, გარემოს დაცვაზე“,- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, მთავრობის დადგენილებით, საქართველოში 1-ელი აპრილიდან 6 წელზე მეტი ასაკის M1 კატეგორიის ავტომობილების იმპორტის აკრძალვა იგეგმებოდა.