დუბაის საერთაშორისო აეროპორტთან დრონების ჩამოვარდნის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.

როგორც მედია იუწყება, დუბაის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე ორი დრონი ჩამოვარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი დაშავებული ინდოეთის მოქალაქეა და მას „საშუალო სიმძიმის დაზიანებები“ აღენიშნება, ხოლო განის ორ მოქალაქეს და ბანგლადეშის ერთ მოქალაქეს – „მსუბუქი დაზიანებები“.

ამასთან, როგორც „ბიბისი“ წერს, ამჟამად საჰაერო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმში ფუნქციონირებს.