10-11 მარტს თბილისში მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი, ხოლო 12 მარტს ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +8, +10 გრადუსამდე გათბება.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 10-11 მარტს მოსალოდნელია მცირე თოვლი და ნისლი, ხოლო 12 მარტს ძირითადად უნალექო ამინდია ნავარაუდევი. ჰაერის ტემპერატურა დღისით -2, -4 გრადუსი იქნება.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსს მიაღწევს.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): ნალექი არ არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +16, +18 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილზე): უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი იქნება.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): ნალექი არ არის მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი იქნება.

ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 10-11 მარტს მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი, ხოლო 12 მარტს ძირითადად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +9, +11 გრადუსი იქნება.

კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 10-11 მარტს მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი, ხოლო 12 მარტს ძირითადად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +8, +10 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 10-11 მარტს მოსალოდნელია მცირე წვიმა და ნისლი, ხოლო 12 მარტს ძირითადად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +7, +9 გრადუსი იქნება.

ამინდის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: meteo.gov.ge.