ძლიერი თოვისა და დაბალი ტემპერატურის გამო, კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-ე კმ – 146-ე კმ მონაკვეთზე (აიაზმა-ნინოწმინდა) აიკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო სხვა სახის სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება თავისუფალია.

ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ამავე მაგისტრალის პირველი კმ-დან 93-ე კმ-მდე (კოდა-აიაზმა) მონაკვეთზე მოძრაობა თავისუფალ რეჟიმში ხორციელდება.