2025 წელს ევროპულ კავშირში თავშესაფრის განაცხადების რიცხვი წინა წელთან შედარებით შემცირდა 19%-ით, ევროპული კავშირის თავშესაფრის სააგენტოს (EUAA) 2025 წლის ანგარიშის თანახმად.

2025 წელს საქართველოს მოქალაქეებისგან ევროკავშირში დარეგისტრირდა თავშესაფრის 15 ათას 295 განაცხადი, რაც ცოტათი ნაკლებია 2024 წლის მაჩვენებელზე. კერძოდ, 2024 წლის იმავე პერიოდში დარეგისტრირდა თავშესაფრის 15 ათას 103 განაცხადი.

საქართველოს მოქალაქეებმა ყველაზე მეტად თავშესაფარი ითხოვეს შემდეგი სამი ქვეყნიდან: საფრანგეთი, იტალია და გერმანია.

ევროკავშირის მონაცემების თანახმად, საქართველოს მოქალაქეებისგან მიღებული განაცხადებიდან 11 ათას 577 ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა, 1026-მა განმცხადებელმა კი უკან გაიტანა თავისი განაცხადი.

დოკუმენტის თანახმად, კლება ძირითადად განპირობებულია სირიის, ბანგლადეშისა და თურქეთის მოქალაქეების განაცხადების შემცირებით.

გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებმა სულ მიიღეს 822 ათასი თავშესაფრის განაცხადი. საანგარიშო პერიოდში თავშესაფრის განაცხადების რაოდენობით ლიდერია ავღანეთი (117 ათასზე მეტი განაცხადი). თავშესაფრის განაცხადების 20% მიიღო გერმანიამ, 19% — საფრანგეთმა, 17% — ესპანეთმა, 16% — იტალიამ და 7% — საბერძნეთმა.