2025 წელს საბერძნეთში ექსპორტი ორჯერ და მეტად გაიზარდა. ზრდა ფეროშენადნობების ექსპორტმა განაპირობა. გასულ წელს საქართველოდან საბერძნეთში 28.7 მლნ აშშ დოლარის საქონელი გავიდა, მაშინ როცა, 2024 წელს 13,7 მლნ აშშ დოლარი იყო.

რაც შეეხება ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ს, ჩამონათვალი შემდეგნაირია:

ფეროშენადნობები – 14,4 მლნ აშშ დოლარი
თხილი და სხვა კაკალი – 6,1 მლნ აშშ დოლარი
ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან – 4 მლნ აშშ დოლარი
ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 634 500 აშშ დოლარი
ხილისა და ბოსტნეულის წვენები – 629 900 აშშ დოლარი
კოლგოტები, მაღალყელიანი წინდები და სხვა წინდის ნაწარმი – 417 200 აშშ დოლარი
ნაყოფი და მცენარის სხვა ნაწილები, სხვა წესით დამზადებული ან დაკონსერვებული – 243 100 აშშ დოლარი
ნარჩენები და ჯართი ალუმინისა – 227 200 აშშ დოლარი
მავთულები იზოლირებული, კაბელები – 185 700 აშშ დოლარი
ფქვილი და გრანულები ხორცის, თევზის ან კიბოსნაირებისაგან – 178 200 აშშ დოლარი
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე თვის იანვრის მონაცემებს თუ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ კლებაა. მიმდინარე წლის პირველ თვეს მხოლოდ 536 200 აშშ დოლარის ექსპორტი გვქონდა, მაშინ როცა 2025 წლის იანვარში საბერძნეთში ექსპორტმა 1,3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

რაც შეეხება იმპორტს, იანვრის მონაცემებით, ზრდა ოთხმაგია. კერძოდ, საბერძნეთიდან 2026 წლის იანვარში 11,9 მლნ აშშ დოლარის საქონელი შემოვიდა, 2025 წლის ანალოგიურ პერიოდში კი იმპორტი 3,7 მლნ აშშ დოლარი იყო.

2025 წლის ჯამური მონაცემებით კი, წლიურად იმპორტი 67,2 მლნ აშშ დოლარამდეა შემცირებული [2024 წელს 84,2 მლნ აშშ დოლარი იყო].

2025 წელს TOP-10 საიმპორტო საქონელი საბერძნეთიდან შემდეგი იყო:

ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 21,8 მლნ აშშ დოლარი
სამკურნალო საშუალებები დაფასოებული – 9 მლნ აშშ დოლარი
სხვა ნაბეჭდი პროდუქცია, ნაბეჭდი რეპროდუქციებისა და ფოტოგრაფიების ჩათვლით – 4,8 მლნ აშშ დოლარი
დო, იოგურტი, კეფირი – 2,9 მლნ აშშ დოლარი
საღებავები და ლაქები ბუნებრივი პოლიმერების საფუძველზე, წყლიან გარემოში გახსნილი – 2,3 მლნ აშშ დოლარი
მატარებლები მზა, ჩაუწერელი, ხმის ჩაწერის ან სხვა ანალოგიური მოვლენების ჩაწერისათვის – 1,7 მლნ აშშ დოლარი
ნაწარმი საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან მის შესაფუთად პლასტმასებისაგან – 1,26 მლნ აშშ დოლარი
საღებავები და ლაქები სინთეზური პოლიმერების ან ქიმიურად მოდიფიცირებული საფუძველზე – 1,2 მლნ აშშ დოლარი
პური, ფქვილოვანი საკონდიტრო ნაწარმი, შაქარლამა, ნამცხვარი და სხვა პურ-ფუნთუშეული – 1 მლნ აშშ დოლარი
ბუნებრივი ან ხელოვნური აბრაზიული ფხვნილი ან მარცვალი – 972 100 აშშ დოლარი