2026 წლის იანვარში საქართველოში ყავის იმპორტმა $3.1 მლნ და 447 ტონა შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 29.5%-იანი ზრდაა. 2025 წლის იანვარში ქვეყანაში $2.4 მლნ-ის ღირებულების 323 ტონა ყავა იყო იმპორტირებული. შესაბამისად, მოცულობით ზრდამ 38.3% შეადგინა.

საანგარიშო თვეში ყავის მთავარი მომწოდებელი ინდონეზია იყო – ამ ქვეყნიდან საქართველოში $1 მლნ-ის ღირებულების 232 ტონა პროდუქცია შემოვიდა, რაც მას იანვრის იმპორტში ლიდერის პოზიციას აძლევს.

სხვა ქვეყნები, საიდანაც იანვარში ყავა იმპორტირდა:

რუსეთი – $483 ათასი, 56 ტონა;
თურქეთი – $307 ათასი, 30 ტონა;
იტალია – $300 ათასი, 19 ტონა;
ნიდერლანდები – $193 ათასი, 15 ტონა;
ვიეტნამი – $169 ათასი, 38 ტონა;
ბრაზილია – $152 ათასი, 19 ტონა;
ბელგია – $134 ათასი, 12 ტონა;
საფრანგეთი – $66 ათასი, 3 ტონა;
სომხეთი – $64 ათასი, 9 ტონა.
რაც შეეხება სრულ წლიურ მონაცემებს, 2025 წლის იანვარ-დეკემბერში საქართველოში ჯამში $56.8 მლნ-ის ღირებულების, 7 787 ტონა ყავა შემოვიდა. შედარებისთვის, 2024 წელს იმპორტის მოცულობა $39.3 მლნ-ს და 7 276 ტონას შეადგენდა. 2025 წელს, ლიდერ მომწოდებელს ინდონეზია წარმოადგენს, საიდანაც ქვეყანამ $17 მლნ-ის 3 453 ტონა ყავა შეიძინა.