2026 წლის იანვარში ირანიდან პროდუქციის იმპორტი 13.5%-ით შემცირდა. კერძოდ, მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში იმპორტმა 18.5 მილიონ დოლარს გადააჭარბა, ეს კი მაშინ, როცა 2025 წლის იანვარში 21.4 მილიონ დოლარს აღემატებოდა.
აღსანიშნავია, რომ 2026 წლის იანვარში საქართველო ირანიდან ძირითადად ფოლადის დაუმუშავებელ მასალებს ყიდულობდა.
კერძოდ, 10 ძირითადი პროდუქტი ღირებულების კუთხით, რომელიც ირანიდან შემოვიდა, ასე გამოყურება:
ნახშირბადიანი ფოლადის დაუმუშავებელი წნელები – 2.2 მლნ დოლარის 4 637 ტონა;
მოუჭიქურებელი კერამიკის მოსაპირკეთებელი ფილები – 1.4 მლნ დოლარის 7 181 ტონა;
ნახშირბადიანი ფოლადი პირველად ფორმებში – 1.2 მლნ დოლარის 2 775 ტონა;
ნახშირბადიანი ფოლადის ნაგლინი წნელები – 1.1 მლნ დოლარის 2 400 ტონა;
ნახშირბადიანი ფოლადის ნახევარფაბრიკატები – 877 ათასი დოლარის 1 899 ტონა;
თერმულად გაპრიალებული მინა – 829 ათასი დოლარის 3 758 ტონა;
ნაღების კარაქი და რძის ცხიმები – 756 ათასი დოლარის 167 ტონა;
ნახშირბადიანი ფოლადის სპეციალური პროფილები – 732 ათასი დოლარის 1 225 ტონა;
ეთილენის პოლიმერები – 573 ათასი დოლარის 589 ტონა;
ტომრები და პაკეტები – 572 ათასი დოლარის 305 ტონა.
ამასთანავე, „საქსტატის“ მონაცემები აჩვენებს, რომ შემცირებულია ირანში ქართული პროდუქციის იმპორტიც. კერძოდ, 2025 წლის იანვარში ადგილობრივ ექსპორტზე გავიდა 1.3 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების, ხოლო მიმდინარე წლის იმავე პერიოდში 1.2 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია, რაც 7.7%-იან კლებაზე მიუთითებს.
8 ქართული წარმოების პროდუქტი ღირებულების კუთხით, რომელიც საქართველოდან ირანში გავიტანეთ, ასე გამოყურება:
ხე-ტყის მასალა – 499.6 ათასი დოლარის 1 082 ტონა;
პროპილენის პოლიმერები – 483.3 ათასი დოლარის 396 ტონა;
პარკოსანი ბოსტნეული – 77.3 ათასი დოლარის 227 ტონა;
სიმინდი – 67.6 ათასი დოლარის 233 ტონა;
არაძვირფასი ლითონის სამაგრი არმატურა – 33.1 ათასი დოლარის 7.9 ტონა;
ჩარხები სახარატო ლითონმჭრელი – 27.8 ათასი დოლარის 39.5 ტონა;
ჩარხები ხის, კორპის ან ანალოგიური მყარი მასალების დასამუშავებლად – 17.2 ათასი დოლარის 1.7 ტონა;
სტიროლის პოლიმერები – 1.6 ათასი დოლარის 1.5 ტონა.
იმპორტისა და ადგილობრივი ექსპორტისგან განსხვავებით, გაზრდილია (+385) რეექსპორტის მაჩვენებლები. მაგალითად, გასული წლის იანვარში რეექსპორტზე გავიდა 535 ათასი დოლარის ღირებულების პროდუქცია, წელს იმავე პერიოდში კი რეექსპორტმა 2.6 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
აღსანიშნავია, რომ რეექსპორტში უდიდესი წილი სიგარებზე, მსუბუქ ავტომობილებსა და ვაქცინებზე მოდიოდა.
კერძოდ, პროდუქტი ღირებულების კუთხით, რომელიც საქართველოდან ირანში რეექსპორტზე გავიდა, ასე გამოიყურება:
სიგარები – 1.162 მლნ დოლარის 71.5 ტონა;
მსუბუქი ავტომობილები – 1.146 მლნ დოლარის 68 ერთეული;
ვაქცინები – 128.1 ათასი დოლარის 200 კგ;
ნავთობი და ნავთობპროდუქტები – 89.4 ათასი დოლარის 21.2 ტონა;
კოსმეტიკური საშუალებები – 46.7 ათასი დოლარის 6.2 ტონა;
საპონი – 45.6 ათასი დოლარის 14.2 ტონა;
ტრაქტორები და უნაგირა საწევარები – 28.9 ათასი დოლარის 1 ერთეული;
საპარსი საშუალებები – 15.6 ათასი დოლარის 800 კგ.