აჭარის რეგიონში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ოპერატიულ-სამძებრო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, სამი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს: 1981 წელს დაბადებული ჰ.გ., 1998 წელს დაბადებული ბ.ქ. და 1995 წელს დაბადებული ბ.ს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, მისაბმელში მალულად, „სარფის“ სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოში უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.