შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა-ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-ე კილომეტრიდან 146-ე კილომეტრამდე მონაკვეთზე (ფარავნის უღელტეხილიდან ნინოწმინდამდე) მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისთვის მოძრაობა შეზღუდულია.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

რაც შეეხება 1-ლი კმ-დან 94-ე კმ-მდე (კოდა-აიაზმა) მონაკვეთს, მაგისტრალის ამ ნაწილზე მოძრაობა კვლავ შეზღუდულია.