საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ბათუმში დააკავეს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1990 წელს დაბადებული მ.კ., განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღების ბრალდებით.

უწყების ინფორმაციით, ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას, ასევე საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას, სამართალდამცავებმა ნივთმტკიცებად ამოიღეს გასაყიდად გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ჰაშიშის“ 17 შეკვრა და ნარკოტიკების დასაფასოებლად საჭირო მასალები.

გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტების შესაბამისად, რაც 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.