ბათუმში 4-დან 8 მარტამდე კრივის ახალგაზრდული ჩემპიონატი (U15) მიმდინარეობს. ახალქალაქელი მონაწილეებიდან ორი უკვე ნახევარფინალშია, ხოლო 5 — მეოთხედფინალში.
ჩემპიონატში მონაწილეობენ 2012-2013 წლებში დაბადებული ნორჩი მოკრივეები. ახალქალაქიდან ტურნირზე 9 სპორტსმენი გაემგზავრა. მათგან ასპარეზობას 7 აგრძელებს: 2 უკვე ნახევარფინალშია, ხოლო 5 ხვალ მეოთხედფინალში იბრძოლებს.
ახალქალაქის ჯგუფში ოთხი სხვადასხვა მწვრთნელის მოსწავლეები შევიდნენ: გაგიკ ელიზბარიანის, ატომ ელიზბარიანის, აგასი ელიზბარიანისა და ვენეტიკ ყაზარიანის. მონაწილეებთან ერთად ჩემპიონატზე იმყოფებიან გაგიკ და ატომ ელიზბარიანები.
მწვრთნელ გაგიკ ელიზბარიანის თქმით, ამ დროისთვის მწვრთნელები მოელიან, რომ მინიმუმ ორი ოქროს მედლით დაბრუნდებიან.