5-დან 7 მარტამდე საქართველოში შენარჩუნდება შედარებით ცივი ამინდი, ზოგან ნალექით.
ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო) მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა იქნება -2-დან -4°C-მდე.

აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური) მოსალოდნელია თოვლი. დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა იქნება +4-დან +6°C-მდე.

თბილისში 5 მარტს ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. 7 მარტს შესაძლებელია მცირე წვიმა და ქარი. დღის განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა: +9-დან +11°C-მდე.

სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა იქნება +9-დან +11°C-მდე.

დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა იქნება +10-დან +12°C-მდე.

დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი) მოსალოდნელია ნალექი. ჰაერის ტემპერატურა იქნება +5-დან +7°C-მდე.

დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო) მოსალოდნელია ხანმოკლე თოვლი. ჰაერის ტემპერატურა იქნება -1-დან +1°C-მდე.

ქართლის ზოგიერთ რაიონში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი) მოსალოდნელია ნალექი. ჰაერის ტემპერატურა იქნება +8-დან +10°C-მდე.

კახეთის ზოგიერთ რაიონში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო) მოსალოდნელია ნალექი. ჰაერის ტემპერატურა იქნება +9-დან +11°C-მდე.