მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საერთაშორისო მაგისტრალის 93-107 კმ-იან მონაკვეთზე (გუდაური (ფოსტა) — კობი) მსუბუქი სამგზავრო ავტომანქანების მოძრაობა აღდგენილია, თუმცა მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტის გადაადგილება დროებით აკრძალულია.
გარემოს ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, მლეთა-გუდაურისა და გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთებზე ტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად, ხოლო გუდაური (ფოსტა) – კობის მონაკვეთზე – მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.