ისრაელის წყაროები იტყობინებიან, რომ ირანზე ერთობლივი დარტყმის „საწყისი ფაზა“ ოთხ დღეს გაგრძელდება, – წერს ისრაელის მედია.
გავრცელებული ინფორმაციით, ოპერაცია თვეების განმავლობაში იგეგმებოდა.
თავდაპირველად რამდენიმე აფეთქების ხმა გაისმა ირანის დედაქალაქ თეირანში. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაბომბვები დაიწყო ისპაჰანში, ყუმში, ქარაჯსა და ქერმანშაჰში.
CNN-ის გადაცემით, აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა, რომ ამერიკული დარტყმები ამჟამად სამხედრო სამიზნეებზეა ფოკუსირებული, თუმცა მიმდინარე ოპერაციის შესახებ დეტალების გაჟღერებაზე უარი თქვა.
კიდევ ერთმა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა აღნიშნა, რომ დარტყმების მიზანი ირანული სამხედრო საფრთხის ნეიტრალიზება და აშშ-ის ძალების დაცვა იყო.
დღეს, 28 თებერვლის დილას, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა „პრევენციული დარტყმის“ შესახებ განაცხადა, ხოლო პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოგვიანებით აშშ-ის ჩართულობა დაადასტურა.
კაცის თქმით, დარტყმა განხორციელდა „ისრაელის სახელმწიფოს წინაშე არსებული საფრთხეების აღმოსაფხვრელად.