ახალქალაქის მერიის მონაცემებით, 28 თებერვლის 16:00 საათის მდგომარეობით, ახალქალაქის სოფლებისკენ მიმავალი მუნიციპალური გზების 80%-ზე მეტი გაწმენდილია და მოძრაობისთვის გახსნილია. ამ დროისთვის თოვლით დაფარული რჩება მხოლოდ სოფლების — აბულისა და თახჩასკენ მიმავალი გზა, სადაც მათ გასაწმენდად K700 ტიპის ტექნიკა მიემართება.

ახალქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის, არმენ მღდესიანის თქმით, დღეს თოვლის გაწმენდის სამუშაოებს მერიის თანამშრომლები და დეპუტატები აკონტროლებენ.

„ახლა სოფელ აგანიდან ვბრუნდებით გრეიდერთან ერთად. მხოლოდ აბულისა და თახჩას გზების გაწმენდაღა დარჩა. K700 იქ ოკამიდან მიემართება. აქ ამ წუთას ქარი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ გაწმენდილი გზები ჯერჯერობით ღია დარჩება“, — განუცხადა Jnews-ს ახალქალაქის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა არმენ მღდესიანმა.

ახალქალაქში უკვე ზედიზედ მესამე დღეა თოვს, რაც საგზაო მოძრაობას ართულებს, თუმცა დღეს, 28 თებერვალს, 27 თებერვალს მძვინვარე ქარბუქი ჩაცხრა.