26 თებერვლიდან 1 მარტამდე საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე ნალექი, მათ შორის წვიმა, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ძლიერი ქარი და შტორმი ზღვაზე, ხოლო ქვეყნის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, ქარბუქი და ასევე არსებობს ზვავის საშიშროება. ამის შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება.

27-28 თებერვალს აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით.

დიდთოვლობის, ქარბუქის, ცუდი ხილვადობის, ლიპყინულისა და ზვავსაშიშროების გამო, გზების გარკვეულ მონაკვეთებზე მოძრაობა შესაძლოა შეიზღუდოს.

მოსალოდნელმა უხვმა ნალექმა შესაძლოა გამოიწვიოს საქართველოს მდინარეებში წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და მაღალმთიან რაიონებში შესაძლოა ჩაისახოს მეწყრული და ღვარცოფული პროცესები (საფრთხის დონე — საშუალო).