2026 წლის საერთაშორისო ტურნირი კრივში — „სტრანჯას თასი“, ბულგარეთის ქალაქ სოფიაში მიმდინარეობს. საქართველო ტურნირზე 10 მოკრივისგან შემდგარი გუნდით წარდგა, მათ შორის არის ახალქალაქელი სპორტსმენი გორ აივაზიანი. საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში ახალქალაქს ასევე წარადგენს ახალქალაქის სპორტული კომპლექსის მწვრთნელი და სერტიფიცირებული მსაჯი არტურ ელიზბარიანი.

2026 წლის „სტრანჯას თასის“ გათამაშება 23 თებერვალს დაიწყო და 1 მარტამდე გაგრძელდება. ტურნირის პირველ დღეს, გორ აივაზიანი 53 კგ. წონით კატეგორიაში თურქ სემიჰ გუმუსს დაუპირისპირდა. მან პირველი გამარჯვება მოიპოვა და საქართველოს ნაკრებს პირველი წარმატება მოუტანა. ის ასპარეზობას 1/8 ფინალურ ეტაპზე გააგრძელებს.

ახალქალაქელი გორ აივაზიანი ევროპის ოთხგზის ჩემპიონი და ვიცე-ჩემპიონია, მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი და არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული.