საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია იტყობინება, რომ საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმაზე Global Travel Awards, საქართველო წარდგენილია ნომინაციაში „2026 წლის საუკეთესო განვითარებადი ტურისტული მიმართულება“.
ინფორმაციის თანახმად, ნომინაციებში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ღია კენჭისყრით, რომელიც 20 მარტს დასრულდება.
„საქართველოსთვის ხმის მიცემა შესაძლებელია თავად პლატფორმაზე. ეს არის ლონდონში მოქმედი საერთაშორისო სამოგზაურო პლატფორმა, რომელიც ყოველწლიურად ატარებს მსგავს გამოკითხვებს და სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს ავლენს. Global Travel Awards-ის დაჯილდოების ცერემონია ლონდონში, 25 მარტს გაიმართება“, – ნათქვამია განცხადებაში.