შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ახალციხის სამმართველოს „ვალეს“ სასაზღვრო სექტორზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე: 1993 წელს დაბადებული ი.გ. და 2003 წელს დაბადებული რ.დ. დააკავეს.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სასაზღვრო-გამშვები პუნქტის გვერდის ავლით, ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით.
უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.