მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში ცხოვრება თანაბრად უსაფრთხო არ არის. არსებობს ადგილები, სადაც ყოველდღიური ცხოვრება მნიშვნელოვნად უფრო დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. სწორედ ამიტომ, საერთაშორისო სტატისტიკური პლატფორმა Numbeo პერიოდულად აქვეყნებს მსოფლიო ქალაქების რეიტინგულ სიას, რომელიც აჩვენებს, თუ სად არის ცხოვრება ყველაზე სახიფათო და რომელ საქალაქო ტერიტორიებზეა კრიმინალის დონე განსაკუთრებით მაღალი.

Numbeo-ს 2026 წლის კრიმინალის განახლებული ინდექსი მსოფლიოს 400 ქალაქს აკლასიფიცირებს. აღსანიშნავია, რომ საქართველოს დედაქალაქმა, თბილისმა, ზემოაღნიშნულ რეიტინგში 353-ე ადგილი დაიკავა.

რეგიონის დედაქალაქები შემდეგნაირად გადანაწილდა:

ანკარა (თურქეთი) — 241-ე ადგილი,
მოსკოვი (რუსეთი) — 279-ე ადგილი,
ბაქო (აზერბაიჯანი) — 319-ე ადგილი,
თბილისი (საქართველო) — 353-ე ადგილი,
ერევანი (სომხეთი) — 378-ე ადგილი.

რაც შეეხება მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ქალაქებს, აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკის ქალაქები პირველ ათეულში არიან, რაც მიუთითებს რეგიონში უსაფრთხოების მხრივ არსებულ სერიოზულ პრობლემებზე.

საცხოვრებლად მსოფლიოს ათი ყველაზე სახიფათო ქალაქია:

პიტერმარიცბურგი (სამხრეთ აფრიკა),

პრეტორია (სამხრეთ აფრიკა),

კარაკასი (ვენესუელა),

პორტ-მორსბი (პაპუა-ახალი გვინეა),

იოჰანესბურგი (სამხრეთ აფრიკა),

დურბანი (სამხრეთ აფრიკა),

სან-პედრო-სულა (ჰონდურასი),

პორტ-ელიზაბეთი (სამხრეთ აფრიკა),

მემფისი (ტენესი, აშშ),

სალვადორი (ბრაზილია).