მძღოლი ნებაყოფლობით გამოცხადდა პოლიციაში და ახალციხეში ალკოჰოლური ტესტირება გაიარა. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით აწარმოებს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი განსაზღვრავს „ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას“. ამ მუხლის მე-6 ნაწილი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მართვისას მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევისთვის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.