სინოპტიკოსების პროგნოზით, 21–22 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია შედარებით თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი, ხოლო 23 თებერვალს იწვიმებს, მაღალმთაში ზოგან თოვლია მოსალოდნელი და ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს.
თბილისში მოსალოდნელია უმეტესად უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 22–23 თებერვალს კი ზოგან მოსალოდნელია თოვლი. დღისით ჰაერის ტემპერატურა +4, +6 გრადუსს შეადგენს.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 22 თებერვლის მეორე ნახევარსა და 23 თებერვალს მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით 21–22 თებერვალს +20, +22 გრადუსი იქნება, ხოლო 23 თებერვალს +12, +14 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 22 თებერვლის მეორე ნახევარსა და 23 თებერვალს კი მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით 21–22 თებერვალს +19, +21 გრადუსს შეადგენს, ხოლო 23 თებერვალს +11, +13 გრადუსამდე დაიწევს.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 22 თებერვლის მეორე ნახევარსა და 23 თებერვალს კი მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით 21–22 თებერვალს +13, +15 გრადუსი იქნება, 23 თებერვალს კი +7, +9 გრადუსამდე დაიკლებს.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 21–22 თებერვალს მოსალოდნელია უმეტესად მშრალი ამინდი, ხოლო 23 თებერვალს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღისით 21–22 თებერვალს +10, +12 გრადუსი იქნება, ხოლო 23 თებერვალს +2, +4 გრადუსამდე დაიწევს.
ქვემო ქართლსა და შიდა ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 22–23 თებერვალს კი ზოგან მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +13, +15 გრადუსი იქნება.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 22–23 თებერვალს კი ზოგან მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +14, +16 გრადუსს მიაღწევს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 21 თებერვალს უნალექო ამინდი იქნება, 22–23 თებერვალს კი ზოგან მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დღისით +12, +14 გრადუსი იქნება.