გუშინ, 20 თებერვალს, ახალქალაქის ჰოვანეს თუმანიანის სახელობის #1 სკოლაში გაიმართა დედა ენის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელიც დღეს, 21 თებერვალს აღინიშნება.
დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება მოამზადეს მეშვიდე კლასის მოსწავლეებმა და ორგანიზატორი იყო სომხური ენის მასწავლებელი სვეტლანა მურადიანი. ღონისძიებას ესწრებოდნენ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები, მშობლები და სტუმრები.
მოსწავლეები მღეროდნენ, ცეკვავდნენ, კითხულობდნენ და ასრულებდნენ სომეხი და უცხოელი პოეტების ციტატებს, რომლებმაც სომხური ენის შესახებ გამოთქვეს საკუთარი აზრი.
ღონისძიების მიზანი იყო სკოლის მოსწავლეებში მშობლიური ენის – სომხურის – მიმართ სიყვარულის გაღვივება, ეროვნული იდენტობის განმტკიცება და კულტურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემის ჩამოყალიბება.
„იმისათვის, რომ ჩვენმა შვილებმა ისაუბრონ, იფიქრონ, უყვარდეთ, აფასებდნენ და საკუთარი იდენტობის ერთგულნი დარჩნენ, რადგან ეს ჩვენი არსებობის, ისტორიისა და მომავლის გარანტიაა“, – აღნიშნა ღონისძიების ორგანიზატორმა, სომხური ენის მასწავლებელმა, სვეტლანა მურადიანმა.
ღონისძიებამ თბილ და საინტერესო ატმოსფეროში ჩაიარა.