სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემების თანახმად, 2026 წლის იანვარში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, 1.6 მილიარდ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეს წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე 23.6%-ით ნაკლებია.
საქსტატის მონაცემებით, იანვარში ექსპორტი 480.4 მილიონ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც წლიურ ჭრილში 19%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. რაც შეეხება იმპორტს, მან 1.129 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 33.7%-ით ნაკლებია.
ამავე პერიოდში უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 649.1 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.3%-ია.