საქართველოს სტატისტიკის ეროვნული მონაცემებით, 2025 წლის IV კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.9%-ით შემცირდა და 13.3% იყო.
2025 წლის IV კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში არ შეცვლილა და 69.3% შეადგინა.
საქსტატის ცნობით, სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.1%-ით შემცირდა და 54.5% იყო. ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 0.2%-ით და 47.3% შეადგინა.
2025 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე ქალებში შემცირებულია 0.2%-ით, ხოლო კაცებში არ შეცვლილა.
საქსტატის ცნობით, სამუშაო ძალის წილი 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.6%-ით შემცირდა და 54.4% იყო. ხოლო დასაქმების დონე არ შეცვლილდა და 47.1% შეადგინა.
სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე შემცირებულია ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.2%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.3%-ით. დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 1.5%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 2%-ით და შესაბამისად 47%-სა და 47.2%-ს შეადგენს.
2025 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე საქალაქო ტიპის დასახლებებში გაზრდილია 0.8%-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში შემცირებულია 3.3%-ით.
უწყების ცნობით, უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2025 წლის IV კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში შემცირებულია 0.7%-ით და 10.3%-ს შეადგენს, ხოლო კაცებში – 1.1%-ით და 15.6%-ია.