დასრულდა ტურნირის — „Peace cup of Georgia 2026“-ის ჯგუფური ეტაპი. ახალქალაქის სასპორტო სკოლის 13 წლამდე ასაკის გუნდი „აბული“, რომელსაც არამ სუქიასიანი წვრთნის, პლეი-ოფის ეტაპზე გადავიდა და თავის ჯგუფში საუკეთესო გუნდი გახდა.

გუნდმა „აბულმა“ ჯგუფური ეტაპი მაქსიმალური ქულებით დაასრულა — სამივე მატჩში გამარჯვება მოიპოვა, გაიტანა 13 გოლი და მხოლოდ ერთი გაუშვა.

გუნდური ტურნირი 1 თებერვალს დაიწყო და სამივე ტურში ახალქალაქელები თბილისის გუნდებს დაუპირისპირდნენ:

I ტური: „აბულმა“ 3:1 მოუგო თბილისის „ბანაკს“.

II ტური: „აბულმა“ 6:0 სძლია თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლას.

III ტური: „აბულმა“ 4:0 დაამარცხა თბილისის „ბასკი“.

U13 გუნდმა „აბულმა“ ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და პლეი-ოფის ნახევარფინალში გავიდა, სადაც თბილისის „ინტერს“ დაუპირისპირდება. მატჩი გაიმართება 21 თებერვალს, 16:00 საათზე, თბილისში (საბურთალო).

ეს ყოველწლიური ტურნირი საქართველოს სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის 244 ჭაბუკთა საფეხბურთო გუნდს აერთიანებს.