2022 წლის 1 იანვრამდე საქართველოში რეგისტრირებულმა კომპანიებმა, „მეწარმეთა შესახებ“ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, რეესტრიდან ამონაწერები 2026 წლის 31 მარტამდე უნდა განაახლონ.
თუ კომპანიები არ განაახლებენ სარეგისტრაციო მონაცემებს, მათი რეგისტრაცია 2026 წლის 1 აპრილიდან შეჩერდება.
ორგანიზაციების ხელახალი რეგისტრაციის საბოლოო ვადა რამდენჯერმე გადავადდა. ბოლო ვადად 2025 წლის 1 აპრილი იყო განსაზღვრული, თუმცა ის ერთი წლით გახანგრძლივდა, რადგან კომპანიების უმეტესობას მონაცემები განახლებული არ ჰქონდა.
ამჟამად უცნობია, გადაავადებს თუ არა მთავრობა აღნიშნულ მოთხოვნას კიდევ ერთხელ. იუსტიციის სამინისტროს რეესტრში კომპანიების მონაცემების განახლების შესახებ სტატისტიკა ჯერ არ გამოუქვეყნებია.