შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოდან უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე გააძევეს.
მიგრაციის დეპარტამენტის მიერ განხორციელებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულნი არიან: თურქეთის, თურქმენეთის, ინდოეთის, აზერბაიჯანის, რუსეთის, ბელარუსის, ეგვიპტის, ერაყის, ნიგერიის, კუბის, სომხეთის, დიდი ბრიტანეთის, ირანის, მოლდოვის, სუდანის, უზბეკეთის, ყაზახეთის, ყირგიზეთისა და ჩინეთის — სულ 57 მოქალაქე.
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაძევებულ პირებს ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ.
აღნიშნულ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.