გამარტივებული ექსპორტი და ქვეყანაში ახალგაზრდა საქონლის დაკვლის მაღალი მაჩვენებელი – ეს ის ძირითადი მიზეზებია, რის გამოც 2025 წლის IV კვარტალში საქართველოში რქოსანი პირუტყვის სულადობის შემცირდა. ასეთია ფერმერის, “აგროქიზიყის” დამფუძნებლის ბექა გონაშვილის განმარტება.

2025 წელს საქართველოში რძისა და ხორცის წარმოება შემცირდა, კვერცხის გაიზარდა – საქსტატის მონაცემებით, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობამ 760 ათას 600 სული შეადგინა, რაც წლიურად 6%-იანი კლებას ნიშნავს. აქედან ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 372 ათას 400 იყო, რაც წინა წლის მაჩვენებელს 8%-ით ჩამორჩება.

“აგროქიზიყის” დამფუძნებელი ამბობს, რომ საქართველოდან მნიშვნელოვანი რაოდენობით ახალგაზრდა და მოზარდი საქონელი გადის ექსპორტზე და ასევე მოზარდი საქონლის ადგილზევე დაკვლა ხდება, რაც ადგილობრივ ბაზარზე ნედლეულის დეფიციტს ქმნის, ამას კი საბოლოოდ გავლენა აქვს ფასებზეც.

“მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის რაოდენობის შემცირების ძირითადი მიზეზი ექსპორტია, რომლითაც პატარა საქონელი გადის და ასევე ეს არის მოზარდი საქონლის, ხბოების და ხბოს დაკვლა და რეალიზაცია, რაც ქართულ ბაზარზეა. არსად, არცერთ ქვეყანაში არ ხდება ასეთი პატარა საქონლის დაკვლა და რეალიზაცია. შესაბამისად, ეს ამცირებს თავისთავად უკვე საწარმოო რაოდენობებს. სასუქებ მოედანზე, თავისთავად, საქონელი უფრო ნაკლები ხვდება და ის იწვევს მერე დეფიციტს. ასევე, ჩვენ შემოგვაქვს საქონლის ხორცის რუსეთიდან და ბელორუსიიდან. გაყინულზე არ მაქვს საუბარი, გაციებულ ხორცზე ვსაუბრობ. შესაბამისად, ვაჭრისთვის, გაცილებით ადვილია, რომ მოიტანოს პირდაპირ ხორცი და ის გაყიდოს, ვიდრე აქ ვიღაცამ დაკლას, აწარმოოს და ასე შემდეგ. ეს ის ფაქტორები, რამაც სულადობის შემცირება გამოიწვია”, – ამბობს აგროქიზიყის დამფუძნებელი ბექა გონაშვილი.