პროექტის — „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი რეგიონებში მოხალისეების მიღებას აცხადებს.
„მოხალისეობრივი ქსელი გააერთიანებს 15-17 წლის ახალგაზრდებს და ხელს შეუწყობს მათ აქტიურ ჩართულობას ადგილობრივ დონეზე საგანმანათლებლო ღონისძიებებში მონაწილეობის გზით. რეგისტრაცია შესაძლებელია 9 მარტამდე შემდეგ ბმულზე.
პროგრამა მოიცავს შემდეგ მუნიციპალიტეტებს:
სამეგრელო-ზემო სვანეთი – აბაშა, სენაკი, ხობი, მარტვილი, ჩხოროწყუ, მესტია.
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – ონი, ამბროლაური, ცაგერი, ლენტეხი.
იმერეთი – ვანი, ხარაგაული, საჩხერე, ჭიათურა, სამტრედია, ბაღდათი, ზესტაფონი, ხონი.
გურია – ოზურგეთი, ლანჩხუთი, ჩოხატაური.
კახეთი – ლაგოდეხი, ახმეტა, თელავი, ყვარელი, სიღნაღი, გურჯაანი, საგარეჯო.
შიდა ქართლი – გორი, ქარელი, კასპი, ხაშური.
მცხეთა-მთიანეთი – დუშეთი, მცხეთა.
ქვემო ქართლი – მარნეული, თეთრიწყარო, წალკა, ბოლნისი, დმანისი, გარდაბანი.
აჭარა – ქობულეთი, ხულო, შუახევი, ხელვაჩაური.
სამცხე-ჯავახეთი – ახალქალაქი, ახალციხე.
„პროექტი „კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფინანსდება საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდისა (GCF) და შვეიცარიის მთავრობის მიერ და ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით“, — აღნიშნულია ინფორმაციაში.