საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა 1 914 908-ს შეადგენს, – ამის შესახებ ირკვევა სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებიდან.
აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული ავტომობილების კუთხით ლიდერობს თბილისი. კერძოდ, დედაქალაქზე რეგისტრირებული მანქანების 46% მოდის, მას კი მოსდევს იმერეთი 11%-იანი მაჩვენებლით.
უფრო კონკრეტულად, რეგიონების მიხედვით რეგისტრირებული ავტომობილების რაოდენობა ასე გამოიყურება:
თბილისი – 882 418 ერთეული;
იმერეთი – 213 316 ერთეული;
ქვემო ქართლი – 165 126 ერთეული;
კახეთი – 152 259 ერთეული;
აჭარა – 131 187 ერთეული;
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 108 411 ერთეული;
შიდა ქართლი – 97 310 ერთეული;
სამცხე-ჯავახეთი – 67 364 ერთეული;
მცხეთა-მთიანეთი – 45 367 ერთეული;
გურია – 40 749 ერთეული;
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11 401 ერთეული.
რაც შეეხება მარკების მიხედვით მონაცემებს, საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების 12% Mercedes-Benz-ის ბრენდისაა. უფრო კონკრეტულად, ამ მარკის ავტომობილების რაოდენობა 229 229-ს შეადგენს. ამასთანავე, ეს მონაცემები აჩვენებს, რომ ქვეყანაში რეგისტრირებული ყოველი მე-8 ავტომობილი Mercedes-Benz-ია.
კერძოდ, ქვეყანაში რეგისტრირებული ტოპ-10 ავტომობილის სია ასეთია:
Mercedes-Benz – 229 229 ერთეული;
Toyota – 218 447 ერთეული;
Ford – 191 148 ერთეული;
VAZ – 152 478 ერთეული;
Opel – 146 357 ერთეული;
BMW – 92 177 ერთეული;
Volkswagen – 81 398 ერთეული;
Honda – 76 123 ერთეული;
Nissan – 73 942 ერთეული;
Mitsubishi – 58 649 ერთეული.